"არ მაღელვებს საქართველოს რეაქცია“ - არძინბა ლუკაშენკოს "ვიზიტზე"

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება ლუკაშენკოს აფხაზეთში "ვიზიტთან" დაკავშირებით და ამბობს რომ - "არ აღელვებს ვიზიტზე მესამე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, რეაქცია“.

მისი თქმით, აფხაზეთი "დამოუკიდებელი სახელმწიფოა" და  ბელარუსს განიხილავენ „ქვეყნის შიდა პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებად“.

შეგახსენებთ, ლუკაშენკო ოკუპირებული აფხაზეთში გუშინ, 28 სექტემბერს ჩავიდა და ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი