ქარელში, საზეიმოდ გახსნილ საცურაო აუზს არ ჰყავს დირექტორი, ბუღალტერი და მაშველი

გამოქვეყნდა:

5 სექტემბერს, საზეიმოდ გახსნილ საცურაო აუზს ქარელში, ამ დრომდე დირექტორი, ბუღალტერი და მაშველი არ ჰყავს, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული მედია "მოზაიკა" ავრცელებს.

მერიაში აცხადებენ, რომ შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. 

საცურაო აუზი, რომლის მშენებლობისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, ქარელის მუნიციპალიტეტის სასპორტო დაწესებულებების გაერთიანებას ექვემდებარება. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი