რუსეთში ქალებმა მობილიზაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს - დაკავებულია 27 მომიტინგე

გამოქვეყნდა:

29 სექტემბერს, ტუვაში, რუსეთში პოლიციამ დააკავა 20-მდე ქალი, რომლებიც მონაწილეობდნენ მობილიზაციის წინააღმდეგ გამართულ აქციაში. შემთხვევა ტუვას დედაქალაქ კიზილში მომხდა.

ქალაქის მოედანზე ქალების აქცია იმართებოდა ლოზუნგით "არა გენოციდის" და "არა მობილიზაციას". პოლიციამ აქციის დაშლა დაწყებიდან 5 წუთში დაიწყო. Sibir.Realii-ს წერს, რომ სულ 27 მომიტინგეა დაკავებული. 

გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ პოლიცია ძალის გამოყენებით აკავებს ქალებს, რომლებიც მზად იყვნენ ტერიტორია დაეტოვებინათ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი