უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს ორი რუსული სუ-25 ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 29 სექტემბერს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 2 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

კერძოდ, ადგილობრივი დორით, დაახლოებით 17:00 საათზე, მიკოლაივის ოლქის ბაშტანის რაიონში, "სამხრეთის" საჰაერო სარდლობის ოდესის საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის ჯარისკაცებმა ჩამოაგდეს ორი სუ-25. 

გარდა ამისა, საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალების ნაწილებმა გაანადგურეს სამი ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი Orlan-10.

 [ფოტოარქივი]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი