
მიკოლაევში ტრამვაის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიდამოში კასეტური ჭურვის დარტყმის შედეგად სულ მცირე ორი დაიღუპა და 12 ადამიანი დაშავდა - წერს მიკოლაევის საოლქო საბჭოს ხელმძღვანელი, ანა ზამაზეევა Telegram-ში.
"კასეტური ჭურვები ქალაქის ხალხმრავალ უბანში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების მიდამოში მოხვდა! პიკის საათი იყო... სწორედ იმ დროს, როცა მოსახლეობა სახლში ბრუნდებოდა. ეს სხვა არაფერია, თუ არა მიზანმიმართული ტერორისტული აქტი მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების მიზნით!", - წერს იგი.
უკრაინელი პოლიტიკოსის ცნობით, შემთხვევის ადგილას ქალაქში სასწრაფო დახმარების ბრიგადები წავიდნენ.