"ჰითროუს" აეროპორტში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა

გამოქვეყნდა:

ჰითროუს აეროპორტში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა, აეროპორტის სპიკერის თქმით, ეს "მსუბუქი შეჯახება" იყო. 

მისი თქმით, აეროდრომზე მყოფი ისლანდიისა და კორეული ავიახაზების თვითმფრინავები შეეჯახნენ. ამ დროისთვის კი მისივე თქმით, მიმდინარეობს გამოძიება.

 ”დაზიანებები არ დაფიქსირებულა, მაგრამ სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ ადგილზე, რათა დარწმუნდნენ, რომ ყველა მგზავრი და ეკიპაჟი უსაფრთხოდ და კარგად არის.”,- თქვა მან.

Guardian-ის ჟურნალისტმა დენ საბაგმა, რომელიც კორეის ავიახაზების თვითმფრინავის მგზავრი იყო, თქვა: "ვერ ვიტყვი, რომ შიგნიდან არაფერი ვიგრძენით. თუმცა აშკარა საფრთხე არ არის, არავინ დაშავებულა."

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი