ოპოზიცია რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, შედეგი იქნებოდა ბელარუსის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, პირდაპირ შემიძლია ერთი რამე ვთქვა, ისინი რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, გარდა ბევრი სხვა უბედურებისა, მათი საქმიანობის ერთ-ერთი შედეგი იქნებოდა მათ შორის ბელარუსის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. იმ რიტორიკით, რა რიტორიკითაც ისინი დღეს მოქმედებენ, ყველანაირ უბედურებას დამართებდნენ ამ ქვეყანას. კრიტიკას როცა ეხება საქმე, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ფუნქცია არის კრიტიკა, მაგრამ სადღაც არსებობს ეროვნული ინტერესები და სადღაც არსებობს ამ კუთხით წითელი ხაზები" 

- თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში   ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტზე კომენტირებისას „პალიტრანიუსის“ ეთერში.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი