„ანუ ეს კაცი ყოფილა გენიოსი? ფულს არ გვაძლევს. მითითებებს გვაძლევს და რა? ის, რომ ეს კაცი ვინმეს რჩევებს აძლევს და ეს არის ოლიგარქიული მმართველობა, ღიმილისმომგვრელია. მაშინ ეს კაცი უნდა ვაღიაროთ გენიოსად. კი, ყველა აღიარებს, რომ მას განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს, მაგრამ ამას სჭირდება ზეადამიანური გენიალური თვისებები ანუ, ზეადამიანური, გენიალური თვისებები უნდა გქონდეს, რომ თვეში ერთხელ სატელეფონო ზარით მართო სახელმწიფო. საოცრებაა. წარმოსახვის დონეზეც ვერ გვეუბნებიან, როგორ შეიძლება ის იყოს ჩართული პოლიტიკაში“
- თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსთან" ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას.