სამხარაძე CNN-ს: საქართველო მორალური დილემის წინაშეა, ვინაიდან საზღვარს ათიათასობით რუსი კვეთს

გამოქვეყნდა:

საქართველოში რუსეთიდან წამოწული ათიათასობით მოქალაქისა და ლარსის გამშვებ პუნქტზე კილომეტრიანი რიგებით დაინტერესდა საერთაშორისო გამოცემა CNN. რომელმაც საკითხზე სტატია მოამზადა. 

"საქართველოს შესაძლოა, მოუწიოს გადახედოს პოლიტიკას რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში ჰუმანიტარული ნიშნით შესვლის უფლებაზე, თუ ადამიანების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება",- განუცხადა ქართველმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს.

საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ CNN-ის ჟურნალისტთან, ბეკი ანდერსონთან განაცხადა, რომ საზღვრის კვეთის საკითხი „ჩვენთვის მორალურ დილემას წარმოადგენს“.

გამოცემის ცნობით, სამხარაძის თქმით, გასული კვირის განმავლობაში 60 000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა ქვეყანაში, მისი თქმით, „მათ მინიმუმ 40%“ არის ეთნიკური ქართველი, რომლებსაც ჰქონდათ რუსეთის მოქალაქეობა და „ახლა ბრუნდებიან და უერთდებიან ოჯახებს ან უერთდებიან ნათესავებს". 

"„ჩვენ არ შეგვიძლია საზღვრის ჩაკეტვა, რადგან ეს პუტინის სასარგებლოდ იქნება, რადგან მას სურს ამ ხალხის მობილიზება და გაგზავნა უკრაინაში საბრძოლველად. ეს [რუსების მასობრივი შემოსვლა] მძიმე ტვირთი იქნება ქვეყნის სოციალური სტრუქტურისთვის და ასევე ჩვენი პატარა ქვეყნის ბიუჯეტისთვის.“, - განაცხადა სამხარაძემ."- თქვა სამხარაძემ CNN-თან. 

სამხარაძე ამბობს, საქართველოში, რომელშიც 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, უკვე არიან დევნილები, მათ შორის სხვა ქვეყნებიდანაც. 250,000 აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონებიდან, 30,000 უკრაინელი და 15,000 ბელარუსი.

კონტექსტი:

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ მობილიზაციის განცხადებამ გამოიწვია პროტესტი და რუსეთის მოქალაქეების მასობრივი გადინება ქვეყნიდან, რადგან კრემლმა  სამხედრო ბრძანებების თავიდან აცილების შესახებ წესები გაამკაცრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი