მირიან ნიკოლაძემ ილაპარაკა როგორც პროკურატურამ და არა ოჯახის წარმომადგენელმა - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

მირიან ნიკოლაძემ ილაპარაკა როგორც პროკურატურამ და არა ოჯახის წარმომადგენელმა, - ასე გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გიორგი შაქარაშვილის ბიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს

როგორც გვარამიამ გადაცემაში "დღის სტუმარი" განაცხადა, მირიან ნიკოლაძეს შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით არანაირი შეკითხვა არ დაუსვამს და ის იმეორებდა იმ ყველაფერს, რასაც სახელმწიფო ამბობდა. 

მოგვიქსიეს პირდაპირი მნიშვნელობით ბიძა, რომელიც საოცარი პერსონაჟია ამ საქმეში და მე აღარ გავაგრძელებ ამ თემაზე საუბარს. რომელმაც დღეს, "იმედის" დროით 5 საათზე ბრიფინგი ჩაატარა და ილაპარაკა, როგორც პროკურატურამ და არა როგორც ოჯახის წარმომადგენელმა. რომელსაც შეკითხვები საქმეში აქამდე არც ჰქონია და ახლა იძახის, რომ 30 გვერდი მქონდა და უბრალოდ ჩემთვის ვინახავდი გულშიო. ეს რას ნიშნავს?! ის არ არის ორგანოების წარმომადგენელი, ის არის ოჯახის წარმომადგენელი და ღიად უნდა დაესვა შეკითხვები, როგორც კი ნახა, რომ პრობლემებია... ის იძახდა ზუსტად იმას, რასაც იძახდა სახელმწიფო. ის მიჰყვება სინქრონში სახელმწიფოს. ესეც ერთ-ერთი წინაღობა იყო, რომელიც გადმოგვიგდეს, - ამბობს გვარამია. 

შეგახსენებთ, რომ მირიან ნიკოლაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილი მოკლულია და ის არაგვში ამის შემდეგ ჩააგდეს. მისივე თქმით, წარმოუდგენელი და გამორიცხულია ის, რომ ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული დაზიანებები, ადამიანს ფედრობზე ჩაგორებით, სირბილის ან წაქცევის დროს მიადგეს. 

ექსპერტიზის პასუხების თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება გადააკვალიფიცირა და აქამდე არსებულ მუხლებს, ყველაზე მძიმე - 109-ე მუხლი დაემატა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი