
ირანში საპროტესტო აქციები ისვე გრძელდება. ადამიანის უფლებათა დაცვის ადგილობრივი ჯგუფების ბოლო მონაცემებით, აქციაზე დაღუპულთა რაოდენობა 83-მდე გაიზარდა. მათ შორის არიან ბავშვები.
გარდა ამისა, დაკავებულია ასობით ადამიანი, რომელთაგან 28 ჟურნალისტია. მიუხედავად ხელისუფლების მხირდან აქციების დარბევისა, ქალების მიერ დაწყებული დემონსტრაციები არაერთ ქალაქში გრძელდება.
პროტესტი, 22 წლის უფლებადამცველი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა, ის "მორალის პოლიციამ" ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევის გამო დააკავა. ამის შემდეგ ის საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოხვდა, ექიმებმა გოგოს გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
აქციები ქვეყნის 31 პროვინციაში უკვე ერთ კვირაზეა მეტია მიმდინარეობს.
გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა ირანის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას პატივი სცენ.