
ფლორიდაში ქარიშხალ "იანს" სულ მცირე 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
BBC-ის ცნობით ამჟამად ისევ მიმდინარეობს დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის დაზუსტება და მათი რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება.
ქარიშხალი ფლორიდის შტატის სანაპიროს გასულ ღამეს დაატყდა თავს. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
ფლორიდის შტატში დატბორილია ქალაქები, 2,3 მლნ ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.