საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი დასრულდა. საკანონმდებლო ორგანო პოსტის დაკავების მსურველთა სიას ასაჯაროებს, მათ შორისაა დეპუტატი, "გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია.
- ანა აბაშიძე - ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი
- მარიკა არევაძე - საადვოკატო ბიუროს „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორები“ ადვოკატი
- გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე
- ლელა გაფრინდაშვილი - ა(ა)იპ „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი
- სოფიო დემეტრაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
- თინათინ ერქვანია - GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი
- ევგენია თავაძე - დროებით უმუშევარი
- ალექსანდრე კობაიძე - ა(ა)იპ „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია“ თავმჯდომარე
- ლევან კოკორაშვილი - ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე
- ნუგზარ კოხრეიძე - ა(ა)იპ „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ თავმჯდომარე
- გიორგი მარიამიძე - ა(ა)იპ „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტი“ დამფუძნებელი, დირექტორი
- სერგო მახარაძე - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი
- მაკა მინდიაშვილი - ა(ა)იპ „ხალხის ხმა“ დამფუძნებელი
- ჯემალ ნათელაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი
- ნიკოლოზ ნიკოლაძე - საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი
- ქეთევან ჩაჩავა - ა(ა)იპ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ აღმასრულებელი დირექტორი
- გიორგი ცობეხია - საადვოკატო ბიუროს „გიორგი ცობეხია და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი, დირექტორი
- იაგო ხვიჩია - საქართველოს პარლამეტის წევრი
- ნაზი ჯანეზაშვილი - ა(ა)იპ „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ დირექტორი
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებით შეიქმნა შეფასების სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც 9 წევრია. შეფასების სამუშაო ჯგუფი სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველებს შემდეგი კრიტერიუმებით შეაფასებს – კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, მაღალი რეპუტაცია, სათანადო პროფესიული ცოდნა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილება.
პარლამენტმა ახალი ომბუდსმენი დეკემბერში უნდა აირჩიოს, რასაც 90 დეპუტატის ხმა სჭირდება. სახალხო დამცველს ღია კენჭისყრით აირჩევენ.