„ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო სამართლის ის პრინციპია, რომელიც ყველამ უნდა აღიაროს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს, შესაბამისად, არანაირ რეფერენდუმს ძალა არ აქვს“.
განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გამართულ ფსევდორეფერენდუმებთან დაკავშირებით.