პარლამენტში და უმაღლეს თანამდებობებზე, დაახლოებით, 15 რუსეთის აგენტია - გიორგი ვაშაძე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ პარლამენტში და უმაღლეს თანამდებობებზე დაახლოებით, 15 რუსი აგენტია. მისი თქმით, მათ სათავეში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეა.

"ჩვენი ინფორმაციით, დღეს საქართველოს პარლამენტში და უმაღლეს თანამდებობის პირებზე, დაახლოებით არის მათ შორის 15 რუსეთის აგენტი რეზიდენტი, მათ შორის არის ის ოთხეული, რომელიც ასე გავეშებული გამოდის, ესენი პირდაპირ რუსეთთან მიბმული აგენტები არიან. მაგრამ რაც ყველაზე საგანგაშოა, მათ სათავეში დგას რუსეთის აგენტი, ირაკლი კობახიძე. დიახ, ის გახლავთ რუსეთის აგენტი, რომელმაც გუშინ, პირდაპირ ეთერში ისიც კი გაბედა, რომ ბელარუსის პრეზიდენტის, ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტიც კი გააპრავა. დიახ, მათ სათავეში დგას ირაკლი კობახიძე", - თქვა გიორგი ვაშაძემ. 

მისი განცხადებით, ყველა რუსეთის აგენტის გამჟღავნება მოხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი