ქალების მიმართ ძალადობა არ იყო 2012 წლამდე? უბრალოდ ნაკლები მიმართავდა [პოლიციას] - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"საქართველოში ბოლო წლებში, განსაკუთრებით დამოკიდებულება ქალის უფლებების მიმართ არის განსაკუთრებული. როდესაც მაგალითად დანაშაულზე  იყო ლაპარაკი, ხანდახან იმასაც კი კადრულობდნენ ხოლმე ჩვენი ოპონენტები , ნაწილი, რომ ქალთა მიმართ დანაშაული და ძალადობა არის გაზრდილი, ოდნავ მაინც თუ ერკვევა ამ სფეროში ადამიანი, მიხვდება რომ ლატენტურ დანაშაულებზე, როდესაც გამოვლენა არის გაზრდილი, ეს ნიშნავს, რომ ნდობა გაიზარდა პოლიციის და სასამართლოს მიმართ თუ დღეს ათობით და ასობით ქალი მიმართავს ძალადობაზე პოლიციას, ეს იმას ნიშნავს, რომ გაზრდილია, რადგან სტატისტიკაში მეტია? ამით როგორ აპელირებენ ხოლმე იცით ხომ? და როგორ სპეკულირებენ. ქალების მიმართ ძალადობა არ იყო 2012 წლამდე? უფრო მეტი იყო, ორჯერ და სამჯერ, გარანტირებულად გეუბნებით, უბრალოდ ნაკლები მიმართავდა გაცილებით. როდესაც ამ მიმართებითაც გაიზარდა ნდობა პოლიციის მიმართ, დღეს მიმართვიანობა არის გაცილებით მეტი და რეაგირებაც არის გაცილებით მეტი"

ამბობს "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი