რუსეთიდან გაქცეულებს დეზერტირებს მხოლოდ პუტინი და რადიკალური ოპოზიცია ეძახის - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ მობილიზაციას გამოქცეულ რუსებს დეზერტირებს მხოლოდ პუტინის ხელისუფლება და ქართული "რადიკალური ოპოზიცია" ეძახის. მისი თქმით, რუსებს უკრაინაში ქალებისა და ბავშვების დახოცვა არ უნდათ და სწორედ ამ მიზეზით გადადიან სხვა ქვეყნებში.

"მსოფლიოში დღეს, ცივილიზებულ სამყაროში, დეზერტირები რუსეთიდან გაქცეულ ადამიანებს, რომლებსაც არ უნდათ უკრაინაში ბავშვების და ქალების დახოცვა უწოდებს მხოლოდ დეზერტირებს პუტინი და მისი ხელისუფლება და ქართული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დახვდა პლაკატებით იქ. ხომ გახსოვთ? ხომ გაქვთ ნანახი ფოტოები? პუტინი ამბობს. რომ დეზერტირები არიანო და ქართული რადიკალური ოპოზიცია, პლაკატებზე წერს წარმოიდგინეთ, ეს ქვეცნობიერია მათი, პოლიტიკური და მორალური ქვეცნობიერი", - თქვა მდინარაძემ. 

მან არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თვითონ ტურისტებად მიაჩნია საქართველოში მობილიზაციას გამოქცეული რუსები თუ არა. მან ერთ-ერთი მედიის წარმომადგენელს უთხრა, რომ თუ მას რუსები დეზერტირებად მიაჩნია, მისი პრობლემაა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 21 სექტემბერს პუტინმა "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა რუსები ქვეყანას მასობრივად ტოვებენ. კილომეტრიანი რიგები იყო ლარსის საზღვარზეც. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი