
კრიტიკული მედიის სოლიდარობა კოლეგას - მთავრობის ადმინისტრაციამ "ბი ემ ჯის" ჟურნალისტი თელარა გელანტია არც ამჯერად დაუშვა მთავრობის სხდომაზე.
ოფიციალური განმარტება, რატომ არ ეძლევა ჟურნალისტს სხდომის გაშუქების საშუალება, უკვე მესამედ, მთავრობის ადმინისტრაციას არ გაუკეთებია. "მთავარმა არხმა", "ტვ პირველმა" და "ფორმულამ" კოლეგის სოლიდარობის ნიშნად, დღეს ბოიკოტი გამოუცხადა მთავრობას.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი