ბუქარესტის გადაწყვეტილება სამომავლო წევრობაზე, ეხებოდა უკრაინას და საქართველოს ერთად. "ოცნებამ" იქამდე მიგვიყვანა, რომ ეს პაკეტიც ირღვევა - ხოშტარია

გამოქვეყნდა:

"ნატოს და ევროკავშირის შექმნამ ევროპაში მშვიდობა მოიტანა ათწლეულები. 
ამ რეგიონში ნატოს და ევროკავშირის გაფართოვებაც მოიტანს მშვიდობას და განვითარებას. 
ბუქარესტის გადაწყვეტილება სამომავლო წევრობაზე, ეხებოდა უკრაინას და საქართველოს ერთად. "ოცნებამ" იქამდე მიგვიყვანა, რომ ეს პაკეტიც ირღვევა. 
"ოცნება" კიდევ ერთ ისტორიულ დანაშაულს სჩადის, როცა ნატოს გაფართოვების ამ ტალღის მიღმა ვართ. 
ან მოვიშორებთ ამათ და პერსპექტივა გვექნება ან არ მოვიშორებთ და დავრჩებით რუსულ სანაგვეზე."

წერს "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია. ცნობისთვის, დღეს პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს წევრობის განაცხადს შეიტანს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი