თამარ ტალიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტის წევრი, თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად ინიშნება. მის დანიშვნაზე გადაწყვეტილება მიღებულია.

ტალიაშვილის ევროპის საბჭოში ელჩად დანიშვნის გამო, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება. აღნიშნულ საკითხზე 3 ოქტომბერს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი იმსჯელებს და გადაწყვეტილებას პარლამენტი უახლოეს სხდომაზე მიიღებს.

თამარ ტალიაშვილს პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით ადგილმონაცვლე გრეტა წიწავა შეცვლის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი