საქართველოს ხელისუფლებაში რუსეთის აგენტები არიან - ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე "ქართული ოცნების" 15 მოქმედ და ყოფილ წევრს კრემლის ინტერესებით მოქმედებაში ადანაშაულებს.
მთავარი ბრალდებული მმართველი პარტიის ლიდერი ირაკლი კობახიძეა. ფაქტი, კი რომლის ირგვლივაც დღეს ეს სკანდალი განვითარდა კვლავ შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის საკითხს უკავშირდება.
ამ ბრალდებების ფონზე ამერიკის ელჩმა საჯაროდ დაადასტურა, რომ შესთავაზა საქართველოს თავდაცვის უნარიანობის განმტკიცება, თუმცა მეორე ფრონტზე საუბარი არ ყოფილა განმარტავს კელი დეგნანი.