
მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზაში ჩართული ექიმთა ჯგუფი ხელისუფლების მხრიდან ხელშეშლაზე საუბრობს. დღეს კლინიკა ვივა მედში მისული მედიკოსებისთვის სპეციალური საშვი იუსტიციის სამინისტრომ მხოლოდ მას შემდეგ გასცა, რაც ექიმებმა, რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ, კლინიკის დატოვება გადაწყვიტეს. ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მიჩნევს, რომ სამინისტრო პროცესებს ხელოვნურად აჭიანურებს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ისევ მძიმე და საყურადღებოა. ექსპერტიზის საბოლოო პასუხის გამოქვეყნებამდე დანიშნულია უცხოელი სპეციალისტების დამატებითი ვიზიტებიც. ამერიკელი ნევროლოგი მიხეილ სააკაშვილს ვივა მედში ორშაბათს მოინახულებს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი