
ნორვეგია ზრდის მზადყოფნასა და კონტროლს რუსეთ-ნორვეგიის საზღვრის გასწვრივ მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის "ნაწილობრივი მობილიზაციის" ბრძანების შედეგად, რომელიც 21 სექტემბერს გამოიცა, გაიზარდა საზღვრის უკანონო გადაკვეთის ალბათობა.
ნორვეგიის მთავრობამ განაცხადა, რომ დააყენებს პოლიციის ვერტმფრენს სენსორებით, რათა აღმოაჩინოს პოტენციური უკანონო გადაკვეთის ფაქტები.
”ჩვენ სწრაფად დავკეტავთ საზღვარს, თუ ეს აუცილებელი გახდება და ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს მოკლე დროში”, - განაცხადა ნორვეგიის იუსტიციის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა ემილი ენგერ მეჰლმა.
ოსლომ ასევე განაცხადა, რომ მზადაა მიჰყვეს ფინეთის მაგალითს რუსი ტურისტული ვიზის მფლობელებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვაზე.