საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდა - ევროკავშირი

გამოქვეყნდა:

საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფართა მაძიებელთა რაოდენობამ მოიმატა - ამის შესახებ ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი.

მიუხედავად თავშესაფრის მაძიებელთა შემცირებისა, არსებული საერთო რაოდენობა შემაშფოთბელია, განსაკუთრებით კი ალბანეთთან და საქართველოსთან მიმართებით, რადგან ამ ქვეყნებიდან მიგრაციის რაოდენობამ მოიმატა, - ნათქვამია ანგარიშში. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ იმ ქვეყნების უმეტესობაში, რომლებიც ევროკავშირიში უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ, არსებული კრიმინალური დაჯგუფებები ნარკოტიკის, იარაღის და თამბაქოს უკანონო ვაჭრობას კვლავ განაგრძობენ. ანგარიშის ავტორების განმარტებით, ამ ქვეყნებში ყველაზე დიდი პრობელმა არის კორუფცია, რომელიც განსაკუთრებით მოლდოვასა და უკრაინაში შეინიშნება. კორუფციონერების მოქმედების არეალს კი, მათი თქმით, განსაკუთრებით საბანკო სფერო წამოდგენს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი