კალაძე მოქალაქეებს ულოცავს თარიღს, რომელმაც "2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაგვაერთიანა"

გამოქვეყნდა:

თბილისის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს  "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლის თავს ულოცავს. 

კალაძე ამბობს, რომ ძალამ, რომელმაც "2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაგვაერთიანა" მოიტანა გამარჯვების 10 წელი.

"1 ოქტომბერი- თარიღი, რომლის უკან დგას ქართველი ხალხის ძალა, მისი ნება, იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამარჯვებული.

ძალამ, რომელმაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაგვაერთიანა, მოიტანა გამარჯვების 10 წელი.

ამ 10 წლის მანძილზე გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები ქვეყნის განვითარებისკენ, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისკენ, მშვიდობისკენ, ევროპული მომავლისკენ.

გილოცავთ დღევანდელ დღეს!" - წერს კახა კალაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 1 ოქტომბერს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან 10 წელი გავიდა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი