ბაია პატარაია "ოცნების" სახალხო დამცველის #1 ვერსიას ასახელებს

გამოქვეყნდა:

უფლებადამცველი ბაია პატარაია "ქართული ოცნების" სავარაუდო ომბუდსმენის კანდიდატურას ასახელებს.

პატარაიას თქმით, მმართველი გუნდის კანდიდატი ქეთევან ჩაჩავა იქნება. 

"ჟურნალისტები სულ მეკითხებოდნენ ომბუდსმენობაზე ქართული ოცნების კანდიდატი ვინ არისო. არ ვიცი, მაგრამ სია რომ დაიდება, შევხედავ და გეტყვით მეთქი. ხოდა, ვასრულებ პირობას: ოცნების ომბუდსმენობის #1 ვერსია ქეთევან ჩაჩავაა, რომლის სტატუსების გაზიარება უკვე დაიწყო ipn-მა და რომლის გაომბუცმენობაზე ოცნება ჯერ კიდევ ლომჯარიას არჩევამდე ლაპარაკობდა.

ვინ არის ქეთი ჩაჩავა და რამდენიმე ენჯეოს, უფრო სწორედ კი GONGO-ს დედაა ვინც არ იცით გონგოს მნიშვნელობა, ეს არის მთავრობის ჯიბის ენჯეო. იყო მის კარიერაში ნათელი პერიოდი, ჩაჩავას საქმე ისე კარგად მისდიოდა, რომ აქედან აშშ და ევროკავშირი აფინანსებდა და იქედან გაურკვეველი ბიზნესების გაურკვეველი ფონდები. თუმცა, ახლა ეს პერიოდი აღარ უდგას

გაითვალისწინეთ, რომ გონგოს როცა ეძახი ჩაჩავას ენჯეოებს - სწყინს, თუმცა მთავრობას მაინც არასდროს აკრიტიკებს და არჩევნებსაც ერთობ უცნაურად აკვირდება ხოლმე. :)))

ჯერჯერობით ამ ინფორმაციას გაგიზიარებთ, მერე კიდევ სხვებსაც ნეტა კომისია რას იზამს? მარტო ფურცელზე დაწერილით თუ შეაფასებს კანდიდატებს, გაუჭირდებათ ჩაჩავასათვის დაბალი ქულის დაწერა, საბუთებში კი არ უწერია, რომ გონგოა ეგ არც ერთ გონგოს არ უწერია, თუმცა სამოქალაქო სექტორში "მესამე სექტორი" ვერ დაიმალება", - წერს ბაია პატარაია.

ცნობისთვის, "ოცნებას" ომბუდსმენობის კანდიდატი ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუსახელებია. არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი კანდიდატები: ნაზი ჯანეზაშვილი, გიორგი ბურჯანაძე და ანა აბაშიძე 27 სექტემბერს წარადგინეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი