პუტინმა მოჩვენებითი ერთობა აჩვენა, რომ ხალხი ხელჩაკიდებულია...ჩვენ გეზს არ შევიცვლით - ბაიდენი

გამოქვეყნდა:

"პუტინს არ შეუძლია მეზობელი ქვეყნების მითვისება და წყლიდან მშრალად გამოსვლა" - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული ოთხი რეგიონის ანექსირების საპასუხოდ გააკეთა.

ბაიდენის თქმით, აშშ უკრაინის მხარდაჭერასა და იარღის მიწოდებას გააგრძელებს. 

"ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს პუტინის უგუნური სიტყვები და მუქარა არ შეაშინებს. პუტინის ქმედებები იმის ნიშანია, რომ მას უჭირს. მოჩვენებითი რეფერენდუმი, რომელიც მან ჩაატარა და ის რუტინა, რომელიც დღეს აჩვენა, ეს მოჩვენებითი ერთობა, რომ ხალხი ხელჩაკიდებულია და ა.შ. აშშ ამას არასდროს აღიარებს, მსოფლიოც არ აღიარებს.

პუტინს არ შეუძლია მეზობელი ქვეყნების მითვისება და წყლიდან მშრალად გამოსვლა, ჩვენ გეზს არ შევიცვლით, მივაწოდებთ სამხედრო აღჭურვილობას, რომ  უკრაინამ თავდაცვა შეძლოს, შეძლოს ტერიტორიებისა და თავისუფლების დაცვა, ეს დახმარება მოიცავს კონგრესის მიერ გამოყოფილ დამატებით რესურსს, 13 მილიონ დოლარს", - თქვა ჯო ბაიდენმა. 

ცნობისთვის, გუშინ 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების: ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსია გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი