1 ოქტომბერი ზაპორიჟიეში გლოვის დღედ გამოცხადდა

გამოქვეყნდა:

პირველი ოქტომბერი უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის მიზეზი ზაპოროჟიეს ოლქში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვაა.

გუშინ, 30 სექტემბერს, ზაპორიჟიიდან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმავალ სამოქალაქო ჰუმანიტარულ კოლონაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 23 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა.

პარალელურად, მძიმე ბრძოლებია ქალაქ ლიმანთან. სამხედრო ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ქალაქი უახლოეს  საათებში უკვე უკრაინის კონსტროლის ქვეშ გადავა. ამ დროისთვის ლიმანის ალყაში 5 ათასამდე რუსი სამხედროა  მოქაცეული.  დღის განმავლობაში, ოკუპანტების  სამი გარღვევის მცდელობა დიდი დანაკარგების ფონზე ჩაიშალა, მიუხედავად იმისა, რომ ალყის გარღვევის მცდლობას ჩრდილო აღმოსავლეთიდან 58-ე არმიის 4 გაძლიერებული ბატალიონი და ავიაცია ცდილობდა.

ცნობისთვის, დღეს უკრაინაში პუტინის ომის 220-ე დღეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი