რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი დააკავეს - ენერგოატომი

გამოქვეყნდა:

​ენერგოატომის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი რუსულმა პოლიციამ დააკავა

ენერგოატომის ხელმძღვანელის, პეტრო კოტინის თქმით, იგორ მურაშოვი გუშინ, 30 სექტემბერს ევროპის უდიდესი ატომური სადგურიდან ქალაქ ენერგოდარში მიმავალ გზაზე დააკავეს.

"ის მანქანიდან თვალახევული გადმოიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს", - აღნიშნავს კოტინი ტელეგრამზე

შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსული ძალები აკონტროლებენ. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი