შუალედური არჩევნები სენაკში | პროცესს არც NGO-ები და არც ოპოზიცია აკვირდება

გამოქვეყნდა:

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. მოსახლეობამ სამ საარჩევნო უბანზე უნდა აირჩიოს მაჟორიტარი დეპუტატი.

მოქალაქეებმა არჩევანი უნდა გააკეთონ: პარტია "სოციალური სამართლიანობის" წარმომადგენელ მამუკა ტუსკაძესა და "ოცნების" კანდიდატ ზაზა ყურაშვილს შორის. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ტუსკაძეს სენაკთან არაფერი აკავშირებს და სიაში მხოლოდ ნომინალურადაა წარდგენილი. 

შუალედური არჩევნები სენაკის საკრებულოს გამოკლებული წევრის ასარჩევად ტარდება.ვახტანგ წურწუმიას, რომელიც სენაკის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო, უფლებამოსილება ვადამდე, 31 მაისს შეუწყდა.

ოპოზიციურ პარტიაში ამტკიცებენ,რომ წურწუმიას მიერ მანდატის დატოვება, მმართველი პარტიის მხრიდან დეპუტატზე ზეწოლას უკავშირებდა. სენაკში საკრებულოს უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენდა იქამდე, სანამ წურწუმია მანდატზე უარს იტყოდა. 

აღსანიშნავია, არჩევნებს არცერთი საერთაშორისო დამკვირვებელი, არასამთავრობო ორგანიზაცია ან ოპოზიციის წარმომადგენელი არ აკვირდება. 

ავტორი: ემა გოგოხია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი