ლიმანში 5000-მდე რუსი ჯარისკაცია ალყაში მოქცეული - გაიდაი

გამოქვეყნდა:

ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ არხის FreeDom-ის ეთერში განაცხადა, რუსმა სამხედროებმა, რომლებიც ლიმანის ალყაში აღმოჩნდნენ, უკან დახევის ნებართვა ითხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს.

გაიდაის თქმით, მათ მხოლოდ სამი ვარიანტი აქვთ: წავიდნენ გარღვევისკენ, დანებდნენ ან დაიხოცონ. მისი თქმით, დაახლოებით 5 000 რუსი ჯარისკაცია ალყაში მოქცეული. 

მანამდე თავად ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ  უკრაინა ხელშესახებ შედეგებს აღწევს. კერძოდ, მან დაადასტურა იამპოლის (ვინიცა) გათავისუფლება და უკრაინის არმიის წარმატებები ლიმანთან.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი