ოკუპანტებმა მიკოლაევში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს | დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის 3 თვის ბავშვი

გამოქვეყნდა:

რუსეთის ჯარებმა კვლავ დაარტყეს მიკოლაევს. S300 რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დანგრეულია ბინები მეხუთე და მეოთხე სართულებზე. დაზიანებულია ეზოში გაჩერებული მანქანებიც -ამის შესახებ  ქალაქის მერი, ალექსანდრე სიენკოვიჩი Telegram-ის არხზე წერს. 

"საბედნიეროდ მსხვერპლი არ ყოფილა. ადგილზე მუშაობენ მუნიციპალური დასუფთავების თანამშრომლები. ისინი ასუფთავებენ ტერიტორიას ნამსხვრევებისგან და ასუფთავებენ გზას. ქუჩა ისევ დაკეტილია"- წერს ის. 

ოლქის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის თქმით, დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი თვის ბავშვი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი