საქართველოს რომ სტატუსი არ მიანიჭეს, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო...ვერ გეტყვით გავაგზავნით თუ არა მოთხოვნას NATO-ში - კალაძე

გამოქვეყნდა:

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ისევ იმეორებს, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება, საქართველოსთვის არ მიენიჭებინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, პოლიტიკური იყო და ამტკიცებს, რომ საქართველო მოლდოვასა და უკრაინას შორის მოწინავე ქვეყანაა.

"ძალიან კარგად იცით სად ვართ ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. საქართველო არის ყველაზე მოწინავე ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ სტატუსი არ მოგვანიჭეს, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. არსებული მდგომარეობა, რაც ხდება უკრაინაში - ვიცით, რის გამო იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკას, იმ რეფორმების განცხორციელებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმის ილუზია ნუ ექნება ვინმეს, რომ 2-3 წელიწადში შესაძლებელია გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მასისთვის ძალიან გრძელი გზა არის, ძალნი მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება სჭირდება", - თქვა კახა კალაძემ.

ამის შესახებ კალაძემ NATO-ში უკრაინის განაცხადზე საუბრისას თქვა. რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებს თუ არა საქართველო, უკრაინის მსგავსად,  NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის განაცხადის გაკეთებას, კალაძემ თქვა, რომ პარტიაში ამაზე ჯერჯერობით არ უმსჯელიათ.

"არ ვიცი, ვერ გეტყვით. როცა იქნება მსჯელობა და გადაწყვეტილება თუ რა იქნება გეტყვით", - თქვა მან.

ცნობისთვის, გუშინ, 30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის განაცხადს აკეთებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი