ახალი მავთულხლართები ქართლში - მას შემდეგ, რაც ყარაფილასთან ჟურნალისტებმა მუშაობა დაიწყეს და ამავდროულად მობილიზდნენ სამართალდამცველები, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფლის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.
ოკუპანტებმა, ასევე, გაიყვანეს სპეცტექნიკა, რომლითაც უკანონო სამუშაოებს ახორციელებდნენ. საუბარია მეტრ-ნახევარის სიღრმის თხრილებზე, რომელიც სხვადასხვა ადგილას არის გაკეთებული. კონკრეტულად რა დანიშნულება აქვს თხირლებს ჯერჯერობით უცნობია.
"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრი, დავით ქაცარავა, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, ამბობს, რომ ყარაფილას გარდა მსგავსი თხრილები ოკუპანტებმა გასული თვეების განმავლობაში სხვა სოფლებშიც გააკეთეს. მაგალითად, სოფელ საკორინთლოში.
მოსახლეობა უსაფრთხოების გამო, ჟურნალისტებთან საუბარს ერიდება. ადგილობრივები ამბობენ: "ეგენი ყოველდღე რაღაცას თხრიან, რას არ ვიცი", მათი ცნობით: "ექსკავატორი იყო და ამოთხარა, რა თხრილებია არ ვიცი, რაღაც ტრაფარეტებია, საზღვრის. გუშინ დავინახე პირველად".
აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სოფელ ყარაფილასთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ჩავიდნენ. ისინი კონფლიქტის ზონაში შევლენ და უკანონო სამუშაოებს საკუთარი თვალით ნახავენ. ლილუაშვილის უწყება საკითხს ერგნეთის შეხვედრაზე გააპროტესტებს.
ამავე თემაზე: