კეზერაშვილმა და ენმ-მ განცხადებებით წინასწარ დააკმაყოფილეს დეოლიგარქიზაციის უკრაინული მოდელი - ოხანაშვილი

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნება დეოლიგარქიზაციის კანონს ამზადებს - მიუხედავად ევროპარლამენტარების განცხადებებისა, რომ ქვეყანაში ოლიგარქი ივანიშვილია და დეოლიგარქიზაცია "დებიძინიზაციას" ნიშნავს, მმართველ გუნდში კვლავ საპირისპიროს აცხადებენ და ამტკიცებენ, რომ ოლიგარქები ოპოზიციაში არიან. 

"ქართული ოცნების" წევრები დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე სამუშაოდ ორშაბათს შეიკრიბება. ცნობილია, რომ ისინი უკრაინული მოდელის საქართველოში გადმოტანას აპირებენ.

მმართველ გუნდში ამბობენ, უკრაინული კანონპროეტქის თანახმად, ოლიგარქები არიან  მიხეილ სააკაშვილი, დავით კეზერაშვილი, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე. 

"ქართული ოცნების გუნდი წარადგენს საკანონმდებლო პროექტს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით და ჩვენი ეს მოდელი დაფუძნებული იქნება უკრაინულ მოდელზე. კეზერაშვილის გუშინდელი განცხადებით, ნაციონალურ მოძრაობის განცხადებებით, მათ უკვე წინასწარ დააკმაყოფილეს ყველა ის კრიტერიუმი ამ უკრაინული მოდელის სტანდარტით, რომელიც ქართულ კანონპროექტშიციქნება ასახული, რომელთა მიხედვითაც პირი მიიჩნევა ოლიგარქად", - თქვა ანრი ოხანაშვილმა.

კანონპროექტი, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში დაინიცირდება.

ცნობისთვის, დეოლიგარქიზაცია ევროკომისიის რეკომენდაციების ერთ-ერთი მთავარი პუნქტია. 23 ივნისს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი არა. კომისიამ ქვეყანას 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება დაავალა.

ავტორი: ნინი ბალანჩივაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი