"ბრავო რეკორდსში" გოჩა აბულაძის ახალი ალბომის პრეზენტაცია გაიმართა

გამოქვეყნდა:

"ბრავო რეკორდსში" გოჩა აბულაძის ახალი ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. 


"ბრავო რეკორდსის" დირექტორის თქმით, ამ ალბომზე მუშაობა მათთვის სასიამოვნო იყო და აღნიშნავს, რომ ქართველი მომღერლის სოლო ალბომში პოპულარული ქართული ჰიტებია თავმოყრილი

ბრავო რეკორდისისთვის ძალიან სასიამოვნო იყო ამ სიდი ალბომზე მუშაობა, ვინაიდან გოჩა ძალიან ცნობილია ევროპაში, გერმანიაში, იტალიაში, ამერიკაში. ძალიან ნაყოფიერად, საინტერესოდ მოღვაწეობს და ეს იყო პირველი მცდეობა, როდესაც მან სოლო ალბომი გამოუშვა, თანამედროვე, დღევანდელ დღეს ძალიან პოპულარული ქართული ჰიტების და სხვათაშორის, დაჰკრავს აი ამ კლასიკური მუსიკის სტილი და მე ვფიქრობ, მისასალმებელი იქნება ქართველი მაყურებლების და თაყვანისცემლების მხრიდან, - ამობს "ბრავო რეკორდსის" დირქექტორი, ზაზა შენგელია 

მომღერალი გოჩა აბულაძე ამბობს, რომ მისთვის მნიშვენელოვანი იყო მისეული ინტერპრეტაცია ცნობილი ქართული ჰიტების.

დისკში შესული არის ათი ძალიან ცნობილი ქართული ჰიტი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ჩემებური ინტერპრეტაცია და ძალიან მახარებს, რომ უკვე ნახავს მზის სინათლეს ეს დისკი და ჩვენი ნაშრომი, ჩვენი ინტერპრეტაცია. ძალიან ცნობილი კომპოზიტორები, მათ შორის ჩემი უსაყვარლესი გია ყანჩელი, ბიძინა კვერნაძე, გიორგი ცაბაძე. მარინა ლეკიშვილი, - ამბობს გოჩა აბულაძე

შეგახსენებთ, რომ ქართველი საოპერო მომღერალი, გოჩა აბულაძე ათამდე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. მისი კარიერა ევროპის ისტორიულ საოპერო თეატრებს უკავშრიდება, სადაც მან ოცდაშვიდი მთავარი როლი შეასრულა.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი