
ხარკოვის ქალაქ კუპიანსკში ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეების მანქანების კოლონა დაბომბეს. შემთხვევა ოკუპირებულ სვატოვსა და გათავისუფლებულ კუპიანსკს შორის მოხდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაიღუპა, სულ მცირე 20 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი. რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რიცხვი ამ დროისთის ზუსტდება.
ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტები მუშაობენ.