ესპანეთში ქიმიური ექსპერიმენტის დროს აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები [video]

გამოქვეყნდა:

ესპანეთში, ჟირონას უნივერსიტეტში სამეცნიერო ფესტივალზე აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათგან 10 ბავშვია, - ამის შესახებ ინფორმაციას anews ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, უნივერსიტეტის მეცნიერი 300 ადამიანის თანდასწრებით ექსპერიმენტს ატარებდა.
ექსპერიმენტის მიზანი იმის ჩვენება იყო, თუ რა მოჰყვება კასრში თხევადი აზოტისა და ცხელი წყლის შერევას.

დაშავებულებს შორისაა როგორც ერთ-ერთი მეცნიერი, ასევე მაყურებლები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი