ლიმანის შემოგარენში რუსული სამხედრო დაჯგუფება განადგურებულია - სერგეი ჩერევატიე

გამოქვეყნდა:

აღმოსავლეთ ჯარისკაცთა ჯგუფის სპიკერის სერგეი ჩერევატის თქმით, ლიმანის შემოგარენში რუსული სამხედრო დაჯგუფება განადგურებულია და უკრაინელი სამხედროები ახალ პოზიციებს ამაგრებენ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, ლიმანის გათავისუფლება მნიშვნელოვან როლს შეასრულებ დონბასის რეგიონის დეოკუპაციაში.

"ლიმანის შემოგარენში რუსული სამხედრო დაჯგუფება განადგურებულია. დასახლებები იამპილი, ნოვოსელევკა და დრობოშევა გათავისუფლებულია. ჩვენი მებრძოლები ახლა პოზიციებს ამაგრებენ. დაახლოებით 5 ათასზე მეტი ოკუპანტი ალყაშია. განადგურებულია მტრის იარაღის საცავები და ცოცხალი რაზმი რომელიც გაქცევას ცდილობდა. ლიმანის გათავისუფლება მნიშვნელოვან და საკვანძო როლს შეასრულებს დონბასის რეგიონის დეოკუპაციაში. ჩვენს არმიას შესაძლებლობა ექნება დიდ ქალაქებს მათ შორის კრიკინოესა და სევეროდონეცკს შეუტიოს. უკრაინის შეიარაღებული ძალები ბრძოლის მიმდინარეობას სრულად აკონტროლებენ. ლიმანის აღებით მტერი საბოლოოდ გატყდება. უახლოეს საათებში ჩვენი სამხედრო ხელმძღვანელობა ყველაფერს გაანალიზებს და დეტალურ ინფორმაციას გაავრცელებს", - ამბობს სერგეი ჩერევატიე 

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი