
ხანძარი და აფეთქება დროებით ოკუპირებულ ყირიმში, - ბელბეკის აეროდრომზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება.
არსებული ინფორმაციით თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა.
"ავარიული სიტუაციაა ბელბეკის აეროდრომზე”, - ამბობს ანექსირებული სევასტოპოლის "გუბერნატორი" მიხაილ რაზვოჟაევი
დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.