უიარაღო ოკუპაცია - ისტორია, რომელიც ჩვენ თვალწინ იწერება

გამოქვეყნდა:

უიარაღო ოკუპაცია - ისტორია ჩვენ თვალწინ იწერება. თვალს ვადევნებთ მსოფლიოს 21-ე საუკუნის ხელახალ გადანაწილებას. ამ დროს კი საქართველოს ხელისუფლება დუმს. ქვეყანა მსოფლიო დღის წესრიგში არსად არ უნდა გამოჩნდეს, რომ ოკუპანტი რუსეთი არ გავაღიზიანოთ. თავს ესხმიან დასავლეთს, რომ მათ ქვეყანაში მეორე ფრონტი უნდათ. ასეთია მმართველი პარტიის პროპაგანდა. სამაგიეროდ არაფერს ეუბნებიან და კარი ღიაა - პუტინის ომს გამოქცეულებისთვის, რომელთა შორის, ალბათ, ასეულობით აგენტია. 

პუტინის მიერ  ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებამ საქართველო მიგრაციული კრიზისის ზღვარზე მიიყვანა. ამ პირობებში ოცნების ხელისუფლება სავიზო რეგულაციების გადახედვასაც არ აპირებს. ამტკიცებენ, რომ უნაკლოდ აკონტროლებენ ლარსის საზღვარს და იქ დამატებითი საპოლიციო ძალების გადასროლაც საკმარისია. არადა ოფიციალურ თბილისის აქვს სრული უფლება და მორალურადაც წელში გამართულია რომ ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ დეზერტირებს რეგულაციები დაუწესოს. რადგან ასიათასობით ადამიანი - საქართველოში ანუ მისსავე ქვეყანაში დევნილად სწორედ რუსეთმა აქცია.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი