გამდიდრებული მაღალჩინოსნები და გაღატაკებული ხალხი - "ოცნების" გარემოცვის ახდენილი ოცნება

გამოქვეყნდა:

„პირველ წელიწადი ეს იქნება ძალიან რთული; მეორე წელიწადი იქნება უკვე საგრძნობელი. მესამე იქნება ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას უკვე საკუთარ ჯიბესა და საკუთარ ოჯახებზე იგრძნობენ და მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი“  -  ეს სიტყვები მილიარდერმა 2012 წლის 24 დეკემბერს თქვა, პრემიერმინისტრის რანგში გამართული პრესკონფერენციის დროს. 

ივანიშვილის მომავლის ეს ხედვა და ეს ოცნება მხოლოდ მილიარდერის ახლო გარემოცვას აუხდა. 

ოცნების მმართველობიდან რამდენიმე წელში, ჩვენ მივიღეთ  გამდიდრებული მაღალჩინოსნები ფეშენებელური სასახლეებით, ძვირადღირებული მანქანებით, ჰექტრობით გადაფორმებული მიწის ნაკვეთებით, ბიზნეს მონოპოლიებითა და ნაჩუქარი ტყეებით. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკოსებთან ერთად, წყალობს სისტემის ყველა მორჩილს - მათ შორის მოსამართლეებსა და ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნებს. სამაგიეროდ ხალხმა მილიარდერისგან კიდევ ერთი დაპირება მიიღო  - გადაგამზადებთ და სეზონურ სამუშაოზე გერმანიაში გაგიშვებთო. 

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი