რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა

გამოქვეყნდა:

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის [ICAO] მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რუსეთმა მმართველ საბჭოში ხელახლა ასარჩევად საკმარისი ხმები ვერ მიიღო .

რუსეთი კი პროცედურულ გადახედვას და ახალ კენჭისყრას მოითხოვს.

"ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც წმინდა პოლიტიკურ ნაბიჯს, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს რუსეთის პოზიციასთან სამოქალაქო ავიაციის სფეროში", - ამბობს რუსეთის წარმომადგენელი

ცნობისთვის, ICAO-ს ასამბლეის სხდომა, რომელიც ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმართება, 7 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი