სენაკის საკრებულოს 2 კანდიდატიან შუალედურ არჩევნებში, "ოცნებამ" 96,68% აიღო

გამოქვეყნდა:

სენაკის №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, წინასწარი პირველადი შედეგებით, ხმების 3,32%  "სოციალური სამართლიანობისთვის" მამუკა ტუსკაძემ  მიიღო;  ხმების 96,68% კი –  "ქართული ოცნება" ზაზა ყურაშვილი.

ხმის დათვლა ელექტრონული აპარატებიდან  მიმდინარეობდა. წინასწარი შედეგების ამსახველი ამონაწერები საარჩევნო უბნებზე შესაბამისი პროცედურების განხორციელებისთანავე ამოიბეჭდა.

ამონაწერის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა  1 021 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 44,26%-ია.

ბოლო ინფორმაციით, ახლა საარჩევნო უბნებზე ტრადიციული მეთოდით ხმის დათვლის პროცესი   მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი