უკრაინის ნატოში გაწევრიანების მიმართ სკეპტიკურად განწყობილმა სახელმწიფოებმა საკუთარ პოზიციას უნდა გადახედონ - კულება

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თუ ნატო გადაწყვეტს განსაზღვროს იმ ნაბიჯების ჩამონათვალი, რომლებიც უკრაინას ინტეგრაციის პროცესის წარმატებით დასასრულებლად სჭირდება, ქვეყანა მზად არის, ამ ნაბიჯების გადასადგმელად.

"ევროატლანტიკური სივრცის მომავალი უკრაინაში წყდება. ევროატლანტიკური უსაფრთხოება შეუძლებელია უკრაინის გამარჯვების გარეშე...სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და იმ ქვეყნებმაც, რომლებიც ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, უნდა გადახედონ თავიანთ პოზიციას ამ ახალ გარემოებებში“, თქვა დმიტრო კულებამ

მისივე თქმით, როცა უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა, ზოგიერთი მაშინაც სკეპტიკურად იყო განწყობილი, თუმცა უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მიიღო.

უკრაინას ნატოში დაჩქარებული წესით მიღების შესახებ განაცხადი შეაქვს - ამის შესახებ 30 სექტემბერს, უკრაინის უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებიდან გახდა ცნობილი. დოკუმენტს ხელი პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი