რუსეთმა ომში შესაძლოა პატიმრები გაგზავნოს - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ წარადგინა კანონპროექტი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს  მსჯავრდებულებისთვის, სასჯელის მოხდას საომარ მოქმედებებში - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.

„ომში პატიმრების ჩართვის ლეგალიზაციის გამო არსებული ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს განსახილველად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდას საომარი მოქმედებების არეალში“, - ნათქვამია განცხადებაში.

გენშტაბის ინფორმაციითვე, რუსეთის საოკუპაციო ძალები კვლავ განიცდიან როგორც ცოცხალი ძალის, ისე იარაღისა და სამხედრო ტექნიკის დანაკარგებს.

„ლუგანსკის ოლქის ზოლოტის რაიონში მტრის ობიექტის ხანძრის შედეგად მტერმა დაკარგა 60-მდე სამხედრო, არიან დაჭრილები, ასევე დაკარგეს ოთხი ერთეული სამხედრო ტექნიკა“, - ნათქვამია მოხსენებაში.

უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე კი რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება უხეშად არღვევს ომის წესებს და ადამიანის უფლებებს.

"გააძლიერეს ზომები სამხედრო სავალდებულო ასაკის მამრობითი სქესის მოსახლეობის იძულებითი მობილიზაციისთვის რუსული სამხედრო ნაწილების დანაკარგების შესავსებად"- ამბობს უკრაინის გენშტაბი.

მათივე ცნობით, მობილიზაციის მიზნით და ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის ჩასახშობად, ქალაქ ბერდიანსკსა და მელიტოპოლში რუსეთის გვარდიის დამატებითი ნაწილები ჩაიყვანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი