უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლიმანი სრულად გაათავისუფლეს - ადმინისტრაციულ შენობაზე უკრაინის დროშა ფრიალებს

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი სრულად გაათავისუფლეს. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის თავმჯდომარის მოადგილის,  კირილ ტიმოშენკოს ტელეგრამ არხზე ვრცელდება ლიმანის ადმინისტრაციულ შენობაზე, უკრაინელი ჯარისკაცების მიერ, უკრაინის სახელმწიფო დროშის აღმართვის ამსახველი ვიდეოკადრები.

„დღეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, კერძოდ, 81-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადამ, უკრაინის ეროვნული გვარდიის ნაწილებთან, კულჩიცკის ბატალიონთან ერთად, გაათავისუფლეს და კონტროლი აიღეს დონეცკის ოლქის ლიმანის დასახლებაზე." ნათქვამია შეტყობინებაში.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ყრიან უკრაინელი ჯარისკაცები ადმინისტრაციის შენობის სახურავიდან რუსულ დროშებს და ამაგრებენ უკრაინულს. 

ლიმანიდან გაქცევა რამდენიმე საათის წინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი