ვინმეს გვჯერა, რომ მუხთარლის გამტაცებელი მედუქნეები რუსეთის სადაზვერვო საქმიანობის თავიდან ასაცილებლად იმუშავებენ? - მელია 

გამოქვეყნდა:

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია განცხადებას აქვეყნებს და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცებაზე საუბრობს.  

მელია წერს, რომ უკვე სახელებითა და გვარებით არიან ცნობილნი თანამდებობის პირები, რომელთაც გაიტაცეს ჟურნალისტი. 

"ქვეყანა აბარია კაცს, რომელიც ყველა რუსულ დავალებას უპირობოდ ასრულებს და

ამის ფონზე, რა გასაკვირია, რომ ქვეყნის კონტრდაზვევა აბარია კაცს, გიორგი ტრაპაიძეს, რომელმაც გაიტაცა აზერბაიჯანალი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი!

უკვე სახელებითა და გვარებით არიან ცნობილნი თანამდებობის პირები, რომელთაც გაიტაცეს ჟურნალისტი!

დამკვეთი არაფორმალური მმართველი რუსი ოლიგარქია, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი კი ქვეყნის დღევანდელი შინაგან საქმეთა მინისტრია, ადამიანი, რომელმაც ეს დავალება შესასრულებლად მიანდო კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მაშინდელ უფროსს და თავის მოწილეს სარესტორნო ბიზნესში - ვინმე ოთარ კუპრაშვილს.

ვინმეს გვჯერა, რომ ესენი, ეს ადამიანის გამტაცებელი მედუქნეები ოდესმე იმუშავებენ რუსეთის სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობის თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად?

ყველას საკადრისად მიეზღვება და მოუწევს ჩადენილ დანაშაულზე პასუხისგება და ეს დრო იმაზე ადრე დადგება, ვიდრე მათ და კიდევ ბევრ სხვას ჰგონიათ!" ,- წერს ნიკა მელია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი