
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინის ოკუპირებული რეგიონების უკანონო ანექსიის აღსანიშნად გამართულ აქციაზე "Brioni -ის" ქურთუკით გამოჩნდა, რომლის ღირებულებაც 435 ათას რუბლია. ამის შესახებ ცნობები უკრაინულ მედიაში ვრცელდება.
უკრაინული მედია წერს, რომ კრემლის დიქტატორს უყვარს ძვირადღირებული ნივთები და "ბრიონი" პურინის ერთ-ერთი საყვარელი ბრენდია. Brioni არის იტალიური კაცის ტანსაცმლის ძვირადღირებული სახლი, რომელიც დაფუძნებულია რომში.

პუტინის კიდევ ერთი ფავორიტი არის იტალიური მოდის სახლი Loro Piana. ამ ბრენდის 1,5 მილიონი რუბლის ღირებულების ქურთუკით პუტინმა ხალხს მარტში ლუჟნიკში გამართულ მიტინგზე მიმართა - უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ.