გერმანიის თავდაცვის მინისტრის უკრაინაში ვიზიტისას საჰაერო განგაში ჩაირთო და ბუნკერში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

გერმანიის თავდაცვის მინისტრი უკრაინაშია. კრისტინ ლამბრეხტი ქალაქ ოდესაში ჩავიდა, სადაც მას უკრაინელი კოლეგა დახვდა. ინფორმაციას Deutsche Welle და უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ადასტურებს.

გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უკრაინა "შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში" ბერლინისგან დაპირებულ პირველ "აირის-ტე" საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს მიიღებს.

მისივე განცხადებით, "გეპარდის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარები, რომლებიც უკვე გადაეცა უკრაინას, ოდესას დაეხმარება რუსეთის სარაკეტო დარტყმებისგან ინფრასტრუქტურის დაცვაში.

გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო განგაშის გამო, ლამბრეხტს ბუნკერშიც კი მოუწია რაღაც დროით  თავის შეფარება. ცნობისთვის, ეს გერმანიის თავდაცვის მინისტრის პირველი ვიზიტია უკრაინაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი